დარიკო თორდია იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატია 2021 წლიდან, სისხლის სამართლის ადვოკატის სპეციალიზაციით.
2019-2021 წლებში მუშაობდა ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში.
იგი 1989-1995 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის ევქშ სამედიცინო ინსტიტუტში. პარალელურად 1993-1998 წლებში სწავლობდა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტში, სპეციალობა-ეკონომისტი, საბანკო ფინანსების მენეჯერის პროფესიით.
2000-2005 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, პროფესია - იურისტი.
2002 წლიდან ხელმძღვანელობდა საადვოკატო ბიურო:"ოქროს ხუთეულს"და აქტიურად იყო ჩართული ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში, პარალელურად თანამშრომლობდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, მოსკოვში საქართველოს დიასპორასთან.
2018–2019 წლებში ადვოკატთა ასოციაციის რეგიონებთან ურთიეთობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
დარიკო თორდია 2016 წლის 28 ოქტომბრიდან ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის ადვოკატების რეესტრში, რომლებიც ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სადაც იგი საქართველოს მოქალაქეებს უწევდა იურიდიულ დახმარებას, საქართველოს სამართლის საკითხებში.
მინიჭებული აქვს სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.